თავში

მოვუწოდე, რომ სააკაშვილის სიცოცხლის დასაცავად ყველაფერი გაკეთდეს - უკრაინის ომბუდსმენი

მოვუწოდე, რომ სააკაშვილის სიცოცხლის დასაცავად ყველაფერი გაკეთდეს - უკრაინის ომბუდსმენი
მოვუწოდე, რომ სააკაშვილის სიცოცხლის დასაცავად ყველაფერი გაკეთდეს - უკრაინის ომბუდსმენი

"მოვუწოდე საქართველოს ხელისუფელბას მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის დასაცავად ყველაფერი გააკეთოს" - ამის შესახებ უკრაინის სახალხო დამცველმა, საქართველოს ელჩთან გიორგი ზაქარაშვილთან შეხვედრის შემდეგ Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა.

ამასთან, ლუდმილმა დენისოვამ ელჩთან შეხვედრაზე, ქართველი მესაზღვრეების მიერ უკრაინელი მოქალაქეების ქვეყანაში არშეშვებისა და იძულებით უკან გაბრუნების, ასევე პირადად მისი ხანგრძლივი საპასპორტო კონტროლის შესახებ შეშფოთება გამოთქვა.

"შეშფოთება გამოვთქვი 2021 წლის ოქტომბრიდან საქართველოში უკრაინის საელჩოში შემოსული საჩივრების, მათ შორის ქართველი მესაზღვრეები მიერ უკრაინელი მოქალაქეების საზღვარზე არ შეშვების, ხანგრძლივი საპასპორტო კონტროლის და უკრაინაში იძულებით დაბრუნების ფაქტებზეც. 26 ოქტომბერს მსგავს ვითარებაში მეც აღმოვჩნი. უკრაინის მოქალაქისა და რეფორმების ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების მიზნით საქართველოში ვიზიტის დროს ქართველმა მესაზღვრეებმა ქვეყანაში 40-წუთიანი დაგვიანებით შემიშვეს. რატომ არ გაითვალისწინა ქართულმა მხარემ ჩემი დიპლომატიური პასპორტი - საქართველოს სასაზღვრო კონტროლის სამსახურის ახსნა-განმარტება ვერ მივიღე. 

აღსანიშნავია, რომ ახსნა-განმარტების გარეშე ქვეყანაში არ შეუშვეს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ევგენი გრუშოვეცი, მიხეილ სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელი, მარია ბარაბაში, ჟურნალისტები დიმიტრი გორდონი და ოეცია ბაცმანიც. 

შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა განვიხილეთ, რომელიც 32 დღეა შიმშილობს, საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდე, რომ მისი სიცოცხლის დასაცავად ყველაფერი გააკეთოს და შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიოს", - წერს დენისოვა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system