თავში

მოვუწოდებ რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა - ლანდსბერგისი

მოვუწოდებ რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა - ლანდსბერგისი
მოვუწოდებ რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა - ლანდსბერგისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისი სოფელ ოძისში იმყოფებოდა, სადაც საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას გაეცნო. 

მან რუსეთს საქართველოს ტერიოტირული მთლიანობის დარღვევის შეწყვეტისკენ მოუწოდა. 

"მოვინახულეთ ადმინისტრაციული საზღვარი ოძისთან. რუსეთის მხრიდან მუდმივი უკანონო ბორდერიზაციისა და მძიმე სამხედრო ინვესტიციების მოწმე გავხდი. მხარდაჭერას ვუცხადებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM). რუსეთს მოვუწოდებ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა შეწყვიტოს", - წერია Twitter-ის განცხადებაში.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება. ის უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარესა და ოპოზიციურ პარტიებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system