თავში

"მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უზრუნველყოს სააკაშვილისადმი სამართლიანი მოპყრობა" - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

"მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უზრუნველყოს სააკაშვილისადმი სამართლიანი მოპყრობა" - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უზრუნველყოს სააკაშვილისადმი სამართლიანი მოპყრობა - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ხელისუფლებას მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლიანი მოპყრობისკენ მოუწოდებს.

"ჩვენ მოვლენებს ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ბატონი სააკაშვილისადმი სამართლიანი მოპყრობა საქართველოს კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა სფეროში საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად", – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში შემოყვანის საქმეზე დღეს ფოთის პორტის ორი თანამშრომელი, მამა-შვილი შ.წ და ზ.წ დღეს დააკავეს.

ასევე დაკავებულია იმ ბინის მეპატრონე, სადაც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აიყვანეს.

სამართალდამცველებმა ელგუჯა ცომაია 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა დღეს შეუფარდა.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში შიმშილობს და უკრაინის კონსულთან შეხვედრას ითხოვს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, ქვეყნის საგარეო უწყება მუშაობს საკუთარი მოქალაქის უკან დასაბრუნებლად.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ის ყოველთვის ცდილობს უკრაინის მოქალაქეების უკან დაბრუნებას და ეს ეხება მიხეილ სააკაშვილსაც. მისი ინფორმაციით, უკრაინის საელჩო, ისე როგორც მთელი მინისტრთა კაბინეტი, მუშაობს აღნიშნულ საკითხზე.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა 1-ელ ოქტომბერს ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებდა, რომ ბათუმში იყო.

ვი­დე­ოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბამ­დე სა­ა­კაშ­ვილ­მა სოციალურ ქსელში დაწერა, რომის სა­ქარ­თვე­ლო­ში იმყოფებოდა.

მმართველ პარტიაში აცხადებდნენ, რომ სააკაშვილს უკრაინის ტერიტორია არ დაუტოვებია, ხოლო ბათუმში გადაღებული ვიდეოები ყალბია.

"ქართული ოცნების" ლიდერების მსგავსად შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებდნენ, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

დღის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.

ნახეთ, სად და რა ვითარებაში დააკავეს მესამე პრეზიდენტი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system