თავში

მოვუწოდებთ მთავრობას, გააკეთოს განმარტებები გორდონის არშემოშვებაზე - მედიაკოალიცია

მოვუწოდებთ მთავრობას, გააკეთოს განმარტებები გორდონის არშემოშვებაზე - მედიაკოალიცია
მოვუწოდებთ მთავრობას, გააკეთოს განმარტებები გორდონის არშემოშვებაზე - მედიაკოალიცია

კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის წევრი ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, გააკეთოს განმარტებები საქართველოში უკრაინელი ჟურნალისტების, მათ შორის, დიმიტრი გორდონის არშემოშვებასთან დაკავშირებით.

"კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ გააკეთოს განმარტებები საქართველოს საზღვარზე ჟურნალისტების არ შემოშვების თაობაზე და პატივი სცეს მედიის წარმომადგენელთა უფლებებს შეასრულონ თავიანთი პროფესიული მოვალეობა". – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელი მარია ბარაბაში და მისი მოადგილე, იუგენი სუშენკო, არ შემოუშვეს. ისინი თბილისში კიევიდან უკრაინელი ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის, დიმიტრი გორდონის ორგანიზებულ კონფერენციაზე დასასწრებად ჩამოვიდნენ.

ქვეყანაში არ შემოუშვეს არც თავად ჟურნალისტი გორდონი და მისი მეუღღლე, ალისია ბაცმანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system