თავში

მოვუწოდებთ ოპოზიციას, ნუ მიაყენებენ ქართულ საზოგადოებას შეურაცხყოფას - მდინარაძე

მოვუწოდებთ ოპოზიციას, ნუ მიაყენებენ ქართულ საზოგადოებას შეურაცხყოფას - მდინარაძე
მოვუწოდებთ ოპოზიციას, ნუ მიაყენებენ ქართულ საზოგადოებას შეურაცხყოფას - მდინარაძე

მოვუწოდებთ ოპოზიციას, ნუ მიაყენებენ ქართულ საზოგადოებას შეურაცხყოფას მსგავსი ცრუ ნარატივებით და ნუ იქნებიან დაბალი წარმოდგენის ხალხზე, რომელიც ამ საზოგადოებას წარმოადგენს, - ასე გამოეხმაურა უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ოპოზიციის განცხადებას დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრობაზე უარის თქმასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ოპოზიცია დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩართვაზე უარს, აზრს მოკლებული და გაუგონარი არგუმენტებით განმარტავს, თითქოს, დოკუმენტები უკვე გასწორებულია და რამის გამოძიება გვიანია. 

"მოგეხსენებათ, რომ გუშინ საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა დადგენილება 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ. რა თქმა უნდა, ძალაში რჩება პირობა - თუ 1%-იან სიყალბეს და გადახრას ,,ქართული ოცნების’’ სასარგებლოდ გამოძიების შედეგად ვინმე იპოვნის საარჩევნო შედეგებში, ჩვენ ვატარებთ რიგგარეშე არჩევნებს.

ერთადერთი, რაც ამის საპირისპიროდ ოპოზიციიდან არგუმენტად ფრაგმენტულად გვესმის ხოლმე, არის ყოველგვარ საღ აზრს მოკლებული და გაუგონარი ვერსია, რომლის მიხედვითაც - უკვე გვიანია. საუბრობენ იმაზე, რომ "დოკუმენტები უკვე გასწორებულია" და ა.შ. შეუძლებელია ამაზე განმარტება არ მოვითხოვოთ მათგან.

ოპოზიციამ პასუხი უნდა გასცეს კითხვას, თეორიულადაც კი, რა უნდა მომხდარიყო მათი ეს სპეკულაცია სიმართლეს რომ შეესაბამებოდეს? ოპოზიციის წარმომადგენელი 11 000-ზე მეტი კომისიის წევრის ხელმოწერა შეიძლება იყოს გაყალბებული თუ ეს 11 ათასზე მეტი ადამიანი მუქარით ან მოსყიდვით ვინმემ მიიყვანა და საარჩევნო დოკუმენტაციაზე ხელი, ხელახლა მოაწერინა. შეიძლება სხვა ვერსიაც ჰქონდეთ, თავიანთი აბსურდული არგუმენტების გასამყარებლად. ბუნებრივია, ამ არგუმენტებსაც მოვისმენთ და პასუხი გაეცემა. ჩვენ ამ მთავარ კითხვაზე ველოდებით მათგან პასუხს, თუმცა აქვე მოვუწოდებთ მათ, ნუ მიაყენებენ ქართულ საზოგადოებას შეურაცხყოფას მსგავსი ცრუ ნარატივებით და ნუ იქნებიან დაბალი წარმოდგენის ხალხზე, რომელიც ამ საზოგადოებას წარმოადგენს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system