თავში

ირაკლი ჩიქოვანი: უკრაინაში გაფორმდება დოკუმენტი, რომელიც ხელს შეუწყობს სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარებას

ირაკლი ჩიქოვანი: უკრაინაში გაფორმდება დოკუმენტი, რომელიც ხელს შეუწყობს სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარებას
ირაკლი ჩიქოვანი: უკრაინაში გაფორმდება დოკუმენტი, რომელიც ხელს შეუწყობს სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარებას

უკრაინაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაფორმდება ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი შეფასებით, დოკუმენტი ორმხრივი თანამშრომლობის ყველა მიმართულებით პოზიციების კიდევ უფრო დაახლოებას შეუწყობს ხელს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შეხვდება უკრაინის პრეზიდენტს, ასევე უკრაინის პრემიერ-მინისტრს და უმაღლესი რადას თავმჯდომარეს. განხილული იქნება ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და ის გამოწვევები, რომლის წინაშეც საქართველო და უკრაინა დგანან და ძალისხმევა, რომელსაც ჩვენ ამ გამოწვევების დასაძლევად ვიყენებთ. ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ასევე მონაწილეობას მიიღებს სუამ-ის წევრი ქვეყნების მთავრობათა მეთაურების შეხვედრაში, რომელიც მნიშვნელოვანი ფორმატია წევრ სახელმწიფოთა შორის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე მსჯელობისთვის“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა. დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პრემიერის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში, ირაკლი ჩიქოვანი იმყოფებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system