თავში

მსოფლიოს ყველა კუთხეში საუბრობენ ათიათასობით ქართველზე - სააკაშვილი

მსოფლიოს ყველა კუთხეში საუბრობენ ათიათასობით ქართველზე - სააკაშვილი
მსოფლიოს ყველა კუთხეში საუბრობენ ათიათასობით ქართველზე - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე სხვადასხვა ქვეყნის გამოცემების ჰედლაინებს აქვეყნებს, რომლებმაც გუშინ, 14 ოქტომბერს, თბილისში გამართული აქცია გააშუქეს. 

როგორც სააკაშვილი წერს, ათი ათასობით ქართველზე მთელს მსოფლიოში საუბრობენ. ექსპრეზიდენტი საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც გუშინ აქციაზე იდგა, მადლობას უხდის.

"მსოფლიოს ყველა კუთხეში, ტაილანდიდან, ინდონეზიიდან, ავსტრალიამდე და კანადამდე, სულ არაფერი რომ ვთქვათ ევროპაზე და ამერიკაზე - საუბრობენ ათი ათასობით ქართველზე, რომლებიც გამოვიდნენ ქუჩაში, მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების მოთხოვნით. 

მსოფლიო საზოგადოების უპრეცენდენტო თანადგომა მოწმობს მხოლოდ ერთ რამეს - სააკაშვილისთვის წაყენებული ბრალდება პოლიტიკურად არის მოტივირებული. მადლობა ყველა საქართველოს მოქალაქეს, რომლებიც გამოვიდნენ ქუჩაში, ქვეყნის მომავლის დასაცავად. სამართალი გაიმარჯვებს!" - წერს სააკაშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system