თავში

მსურს, მადლობა გადავუხადო გაწეული სამუშაოსთვის - თალაკვაძე

მსურს, მადლობა გადავუხადო გაწეული სამუშაოსთვის - თალაკვაძე
მსურს, მადლობა გადავუხადო გაწეული სამუშაოსთვის - თალაკვაძე

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. 

მან ივანიშვილს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. 

ბიძინა ივანიშვილმა მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. უახლოეს პერიოდში ჩავატარებთ „ქართული ოცნების“ ყრილობის სხდომას, მანამდე იქნება პოლიტსაბჭოს სხდომა და საზოგადოებას ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას შევატყობინებთ. რაც შეეხება ბატონი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას, ვფიქრობთ, რომ მან ძალიან საინტერესო წერილი გამოაქვეყნა, სადაც სრულად საუბრობს იმ არგუმენტაციაზე, რომლითაც იხელმძღვანელა ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტში. მსურს, რომ ადამიანურად მადლობა გადავუხადო მას გაწეული საქმიანობისთვის, ვინაიდან სწორედ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით „ქართულმა ოცნებამ“, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა და ჩვენმა ქვეყანამ შეძლო ამ წლების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესის უზრუნველყოფა ყველა იმ მიმართულებით, რომელიც დემოკრატიულ, განვითარებულ ქვეყნებს ახასიათებს“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ

ცნობისთვის, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან კიდევ ერთხელ წავიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system