თავში

მსურს, ყველა სოფელში ჩავიტანოთ ვაქცინები - ღარიბაშვილი

მსურს, ყველა სოფელში ჩავიტანოთ ვაქცინები - ღარიბაშვილი
მსურს, ყველა სოფელში ჩავიტანოთ ვაქცინები - ღარიბაშვილი

ჩემი სურვილია, ყველა სოფელში ეტაპობრივად ჩავიტანოთ ვაქცინები, რათა მოსახლეობას ადგილზე ჰქონდეს აცრის ჩატარების შესაძლებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, ამ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს.

„ჩემი დავალებით, ბოლო რამდენიმე დღეა, აქტიურად მუშაობს ჯანდაცვის სამინისტრო. ჩემი სურვილია, რა თქმა უნდა, ყველა მუნიციპალიტეტში, მაგრამ მინდა, ყველა სოფელში ეტაპობრივად ჩავიტანოთ ვაქცინები, რათა მოსახლეობას ადგილზე ჰქონდეს შესაძლებლობა, ჩაიტარონ აცრები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მან ხაზი გაუსვა ვაქცინაციის მნიშვნელობას და მოსახლეობას მოუწოდა, ვაქცინების სანდოობასთან დაკავშირებით დაეყრდნონ მეცნიერების შეფასებებს და არა სხვადასხვა საშუალებით გავრცელებულ დეზინფორმაციას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system