თავში

მთავარი პუნქტი, საიდანაც ვიწყებთ, მოსმენაა - დანიელსონი

მთავარი პუნქტი, საიდანაც ვიწყებთ, მოსმენაა - დანიელსონი
მთავარი პუნქტი, საიდანაც ვიწყებთ, მოსმენაა - დანიელსონი

ჩვენ ძალიან ნაყოფიერად, სრული ჩართულობით უნდა ვიმუშავოთ ამ დღეების განმავლობაში იმისთვის, რომ ამ მედიაციამ შედეგი გამოიღოს, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა განაცხადა.

"ჩემი მთავარი პუნქტი, საიდანაც ვიწყებთ, მოსმენაა. დილით უკვე შევხვდი პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს. დღის განმავლობაში შევხვდები სამოქალაქო საზოგადოებისა და ასევე, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს. მერე ვნახავთ, როგორ შეგვიძლია, პროცესის წინ წაწევა", - განაცხადა დანიელსონმა.

ცნობისთვის, საქართველოში 3-დღიანი ვიზიტით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი დღეს ჩამოვიდა.

მან პირველი ოფიციალური შეხვედრა, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართა. 

დანიელსონი ასევე, ქართული მედიის წარმომადგენლებსაც შეხვდა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system