
კახაბერ საბანაძის გადადგომის დეტალები არ ვიცი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
"ამის შესახებ დილით გავიგე მედიიდან. სამწუხაროდ, მეტი დეტალი არ ვიცი, მაგრამ მთავარი საკითხია ალბათ ფარული მოსმენის თემა, რომელიც მედიაში გაჟღერდა.
ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი დეტალურად აიხსნას და საჭიროების შემთხვევაში, გამოძიებულიც იყოს", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
ცნობისთვის, კახაბერ საბანაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა, მან ამის შესახებ Facebook-ზე დაწერა.