თავში

"მთავარი პრობლემა არა სააკაშვილი, არამედ პუტინია" - მარგველაშვილი

"მთავარი პრობლემა არა სააკაშვილი, არამედ პუტინია" - მარგველაშვილი
მთავარი პრობლემა არა სააკაშვილი, არამედ პუტინია - მარგველაშვილი

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მოქმედ პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შესახებ საუბრობს. 

მისი თქმით, შეხვედრისას განხილვის მთავარი საკითხი სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა იყო, რომელსაც ის მხარს უჭერს.

"მთავარი საკითხი იყო ის პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესი, რომელიც ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა წამოიწყო. მთავარი პრობლემა, ჩემი შეფასებით არის, არა ბატონი სააკაშვილი, არამედ ბატონი პუტინი. ძალიან სერიოზული რისკები არსებობს ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც არის საქართველო და უკრაინა. მე იმედი მაქვს რომ შევხვდები პრეზიდენტ სააკაშვილს, პირველ რიგში, ის არის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერი და ბუნებრივია თანხმობაზე საუბარი, "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე, უბრალოდ ფარსია. მე სწორად მიმაჩნია, რომ ამ წინაპირობების გარეშე დაიწყოს სამმა პრეზიდენტმა, საკითხების განხილვა,"- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

ცნობისთვის, გიორგი მარგველაშვილმა სააკაშვილის მონახულების თხოვნით პენიტენციურ სამსახურს, თავდაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროებს უკვე მიმართა. მან წერილში განმარტა, რომ სურს მიხეილ სააკაშვილთან განიხილოს პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინიცირებული "შერიგების პროცესი".

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მზადაა, მეოთხე პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს შეხვდეს. ის მოუწოდებს ხელისუფლებას, მარგველაშვილს დაბრკოლება არ შეუქმნას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system