თავში

"მთავარი არხის" ოპერატორი მოაჯირს წამოედო და გადავარდა - მდინარაძე

"მთავარი არხის" ოპერატორი მოაჯირს წამოედო და გადავარდა - მდინარაძე
მთავარი არხის ოპერატორი მოაჯირს წამოედო და გადავარდა - მდინარაძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე "მთავარი არხის" ოპერატორის დაზიანების ფაქტს გამოეხმაურა. 

მისი თქმით, "მთავარი არხის" ოპერატორი უკანა სვლით ტოვებდა ტერიტორიას, რა დროსაც კიბის ბაქანზე მოაჯირს წამოედო და გადავარდა.

მდინარაძე ამბობს, რომ ოპერატორი ოცნების ოფისის მეორე სართულიდან არავის გადაუგდია.

"ბექა ყორშია და მისი ოპერატორი, სამწუხაროდ, სახელი და გვარი ჯერჯერობით არ ვიცი, მივიდნენ ქარელის შტაბში. ბექა ყორშია, არავის გაგიკვირდებათ ალბათ, ცდილობდა პროვოკაციის მოწყობას, მათი მოგონილი სიუჟეტების მიხედვით და კითხულობდა "ჩლიქოსანს", შეურაცხყოფას აყენებდა იქ შტაბის წარმომადგენელს. საუბარია, რომ ასე ჩვენი მერობის კანდიდატს მოიხსენიებდა. მას შემდეგ, რაც გამოაძევეს შტაბიდან, მართლაც იყო იქ გარკვეული სიტყვიერი კამათი და დაპირისპირება ჩვენი შტაბის წარმომადგენლებსა და ჟურნალისტს შორის, უკანა სვლით "მთავარი არხის" ოპერატორი ტოვებდა ტერიტორიას, რა დროსაც არის იქ ე.წ ტერასაზე, კიბის ბაქანზე დაბალი მოაჯირი, წამოედო ამ მოაჯირს და გადავარდა და დაეცა კიბის ზედა საფეხურებზე. ეს არ იყო ვარდნა მაღალი სიმაღლიდან, თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა, იმედია ყველაფერი კარგად იქნება.

როგორც გვეუბნებიან, პირველადი მონაცემებია, სერიოზული დაზიანება ოპერატორს არ აქვს. თუმცა, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ: რომ დამეზუსტებინა ინფორმაცია, ოთხჯერ ვესაუბრე ჩვენი შტაბის წარმომადგენლებს ქარელში, არანაირი ფიზიკური შეხება ოპერატორსა და ჩვენი შტაბის წარმომადგენლებს შორის არ ყოფილა. მთელი პასუხისმგებლობით, პირდაპირ, გადაჭრით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ნიკა გვარამიამ მოიტყუა, იცრუა არათუ მეორე სართულიდან გადმოგდება, ფიზიკური შეხებაც არ ყოფილა და არც მეორე სართულიდან ყოფილა ვარდნა. სამართალდამცველები ამ თემას გამოიძინებენ დეტალურად", - განაცხადა მდინარაძემ.

"მთავარი არხის" ცნობით, ოპერატორი ლევან აბლოთია ქარელში, "ქართული ოცნების" ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system