თავში

მთავრობა NATO-სთან ურთიერთთავსებადობის ასამაღლებლად მუშაობას გააგრძელებს

მთავრობა NATO-სთან ურთიერთთავსებადობის ასამაღლებლად
მთავრობა NATO-სთან  ურთიერთთავსებადობის ასამაღლებლად მუშაობას გააგრძელებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას 100-დღიანი მუშაობის შედეგები და 2020 წლის გეგმები გააცნო.

2020 წელი თავდაცვის სამინისტრომ ჯარისკაცებზე ზრუნვის წლად გამოაცხადა. შესაბამისად, სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ჯარიკაცების საყოფაცხოვრებო და სოციალური პირობების მნიშვნელოვნად გაუმჯობესება განისაზღვრა.

თავდაცვის მინისტრმა საზოგადოებას „საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის ხედვა“ წარუდგინა. 

დოკუმენტი შემდეგ მიმართულებებს ეფუძნება: ჯარისკაცებსა და მათ ოჯახებზე ზრუნვა, თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარება, ინფრასტრუქტურის მოდერნიზება და ძალების ლოგისტიკური უზრუნველყოფის გაუმჯობესება, თავდაცვის ინსტიტუციური განვითარება, თავდაცვის რესურსების ეფექტური მართვა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება.

2020 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წელი იქნება თავდაცვის ძალების მოდერნიზაციისა და ნატოსთან ურთიერთთავსებადობის ამაღლების თვალსაზრისით. თავდაცვის ბიუჯეტი რჩება ნატოს მოთხოვნების შესაბამისი და თავდაცვის დანახარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-მდე იქნება. ნატოსთან თანამშრომლობის გაძლიერებისა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის უფრო ეფექტური, ერთიანი და სისტემური გამოყენების მიზნით შეიქმნა უწყებათაშორისი მმართველი საბჭო.

2019 ნოემბერში საქართველოსა და აშშ-ს შორის უსაფრთხოების სფეროში 3-წლიანი თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულება გაფორმდა, რაც კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანს თანამშრომლობას სტრატეგიულ პარტნიორთან და ხელს შეუწყობს ჯარის თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას.

ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად აქტიურად ხორციელდება საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP), რომელმაც მნიშვნელოვნად აამაღლა სამხედროების საბრძოლო მზადყოფნა. 2020 იქნება GDRP-ის ინსტიტუციონალიზაციის წელი. მიღებული პრაქტიკული წვრთნებისა და შესაბამისი გამოცდილების საფუძველზე, გაძლიერდება მართვისა და კონტროლის სისტემა.

კიდევ უფრო განმტკიცდება თავდაცვის სფეროში ევროკავშირთან და მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებთან ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში არსებული სამხედრო თანამშრომლობა.

2020 წლიდან სავალდებულო სამსახურის განახლება და გაუმჯობესება იგეგმება. შეიქმნა რეზერვის თანამედროვე სისტემა, რომელიც ქვეყნის თავდაცვაში საქართველოს მოქალაქეების ფართო ჩართულობასა და სამობილიზაციო რესურსის ოპტიმალურ გამოყენებას უზრუნველყოფს. საპილოტე პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებულია რეზერვისტთა 4 ასეული. მიმდინარეობს მუშაობა აქტიური რეზერვის განვითარებისა და არსებული სამობილიზაციო სისტემის გაუმჯობესებაზე.

თავდაცვის ძალების შესახებ აქტიური კომუნიკაციისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნება „თავდაცვის ცენტრები“ (ე.წ. FRONT OFFICE), რომლებიც საზოგადოებას, თავდაცვის სფეროსთან დაკავშირებულ მომსახურებას, ერთი ფანჯრის პრინციპით გაუწევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system