თავში

მთავრობას არ დაუკლია მცდელობა, რომ ვაქცინები საწყის ეტაპზე მიგვეღო - ლაშა ხუციშვილი

მთავრობას არ დაუკლია მცდელობა, რომ ვაქცინები საწ
მთავრობას არ დაუკლია მცდელობა, რომ ვაქცინები საწყის ეტაპზე მიგვეღო - ლაშა ხუციშვილი

"პანდემიის დასაწყისიდანვე, ყველა ეტაპზე გვქონდა საუბარი, რომ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები მაქსიმალურად დაგვხმარებოდნენ არა მხოლოდ თანხის გამოყოფაში, არამედ ვაქცინებზე ხელმისაწვდომობის ზრდაში. თუმცა რეალობა იყო ის, რაშიც აღმოჩნდა საქართველო", - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, ამ მცდელობის შედეგია, რომ დღეს საზოგადოებას საკმარისი რაოდენობის ვაქცინა აქვს. 

"როდესაც ვსაუბრობთ შარშან წლის ბოლო პერიოდზე, როცა ვაქცინების წარმოება დაიწყო და გადავხედავთ იმ ქვეყნებს, ვინც ვაქცინაციის პროცესი დაიწყო, აღმოვაჩენთ, რომ მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელმა ქვეყნებმა შეძლეს ვაქცინაციის დაწყება და ძირითადად, ეს ის ქვეყნებია, ვისაც ვაქცინების წარმოებაში ჰქონდა კონტრიბუცია. შესაბამისად, ამ ნაწილში, საქართველოს მთავრობას ნამდვილად არ დაუკლია მცდელობა, რომ ვაქცინების მიღება საწყის ეტაპზე მომხდარიყო“, - განაცხადა მინისტრმა Forbes კვირასთან საუბრისას. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system