თავში

მთავრობას არ დაუსაბუთებია ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვის საჭიროება - ლომჯარია

მთავრობას არ დაუსაბუთებია ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვის საჭიროება - ლომჯარია
მთავრობას არ დაუსაბუთებია ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვის საჭიროება - ლომჯარია

უწყებათაშორის საბჭოს არ დაუსაბუთებია ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვის საჭიროება, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ომბუდსმენის თქმით, საბჭომ საზოგადოებას უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, თუ რა გავლენას ახდენს კონკრეტულ საათებში გადაადგილების შეზღუდვა კორონავირუსის გავრცელების შეკავებაზე.

"რაც შეეხება თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების თვალსაზრისით არსებულ ვითარებას ქვეყანაში, ამ მხრივ ჩვენ ყურადღება გვაქვს გამახვილებული ამ დრომდე მოქმედ "კომენდანტის საათის" პრობლემურობაზე. მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლის მარტის მდგომარეობით, პანდემიასთან დაკავშირებული მთელი რიგი შეზღუდვები მოიხსნა, საქართველოს მთავრობას არ წარმოუდგენია კონკრეტულ მეცნიერულ მეთოდზე დაფუძნებული დასაბუთება, თუ რატომ დარჩა გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის დატოვების გარდაუვალი საჭიროება და მიგვაჩნია, რომ უწყებათაშორისმა საბჭომ უნდა დაასაბუთოს და საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს კონკრეტულ საათებში გადაადგილების შეზღუდვა კორონავირუსის გავრცელების შეკავებაზე", – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system