თავში

მთავრობის ადმინისტრაციაში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხზე შეხვედრა მიმდინარეობს

მთავრობის ადმინისტრაციაში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხზე შეხვედრა მიმდინარეობს
მთავრობის ადმინისტრაციაში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხზე შეხვედრა მიმდინარეობს

მთავრობის ადმინისტრაციაში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხზე სპეციალური შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრაში მონაწილეობენ შინაგან საქმეთა, ჯანდაცვის, განათლების და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე ფსიქოლოგები და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც ამ საკითხებზე წლების განმავლობაში მუშაობენ.

მესამე სექტორის წარმომადგენლების თქმით, შეხვედრაზე იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე ისაუბრებენ, რომელიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კანონდებლობასა და აღსრულებაშია.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნათია მეზვრიშვილი ხელმძღვანელობს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ინიციატივით ტარდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system