თავში

მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს აღარ დაუშვებენ - LIVE

მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს აღარ დაუშვებენ
მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს აღარ დაუშვებენ - LIVE

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ჟურნალისტებთან ურთიერთობის განსხვავებულ რეჟიმზე გადადის. კერძოდ, ბრიფინგებსა და პრესკონფერენციებზე ჟურნალისებს აღარ დაუშვებენ. ამის შესახებ განცხადება პრემიერმინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა.

მისივე განმარტებით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული ბრიფინგების პირდაპირ ეთერში ტრანსლირებას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი უზრუნველყოფს. 

ასევე, მედიას ექნება შესაძლებლობა, პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურს კითხვები ელექტრონულად მიაწოდოს და მიიღოს პასუხები.

„იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ თქვენი დაცულობა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ბრიფინგების ტრანსლირების განსხვავებულ რეჟიმზე გადადის. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელმაც მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ თითოეულ მაუწყებელს ჰქონდეს საშუალება, მიიღოს საერთო სიგნალი, რომლითაც თქვენ შეძლებთ ჩვენს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიღებას და გავრცელებას. ასევე თქვენ გექნებათ საშუალება წინასწარ მოაწოდოთ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურს შეკითხვები, რომელზეც ჩვენ ამომწურავად გაგცემთ პასუხს. რა თქმა უნდა გვესმის, რომ ეს საქმიანობა მოითხოვს ოპერატიულობას და გეტყვით, რომ ოპერატიულ რეჟიმში შეიქმნება საკომუნიკაციო პლატფორმა და მზად ვართ ნებისმიერ თქვენს შეკითხვას ვუპასუხოთ“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system