თავში

მთავრობის არაკომპეტენტურობის მსხვერპლი ვართ - ჩიხლაძე

მთავრობის არაკომპეტენტურობის მსხვერპლი ვართ - ჩიხლაძე
მთავრობის არაკომპეტენტურობის მსხვერპლი ვართ - ჩიხლაძე

დღეს, ჩვენ ყველანი, მთავრობის არაკომპეტენტურობის მსხვერპლი ვართ, - ასე შეაფასა ქვეყანაში არსებული ვითარება "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა სერგო ჩიხლაძემ.

მისი თქმით, თუ ქვეყანაში შეზღუდვები არ მოიხსნება სოციალური ფონი კიდევ უფრო დამძიმდება. 

"ქვეყანა მზად არის, რომ ეტაპობრივად  გაიხსნას და მოიხსნას შეზღუდვები. განსაკუთრებით საზოგადოებრივ  ტრანსპორტზე  და სკოლებზე მაქვს აქცენტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სოციალურ ფონი კიდევ უფრო დამძიმდება, კიდევ უფრო გაღრმავდება კრიზისი, როგორც ჯანდაცვის მიმართულებით, ასევე განათლების მიმართულებით. არაფერს ვამბობ უკვე, გაღატაკებულ, გაკოტრებულ და დაკეტილ ბიზნესებზე და ასიათასობით უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებზე. დღეს, ჩვენ ყველანი, მთავრობის არაკომპეტენტურობის მსხვერპლი ვართ ", - განაცხადა ჩიხლაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system