თავში

მთავრობის შემადგენლობა არსებითად იგივე რჩება - კობახიძე

მთავრობის შემადგენლობა არსებითად იგივე რჩება - კობახიძე
მთავრობის შემადგენლობა არსებითად იგივე რჩება - კობახიძე

მთავრობის შემადგენლობა არსებითად იგივე რჩება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის განმარტებით, მნიშვნელოვან ცვლილებებს ისინი არ ელოდებიან და ცვლილებები მხოლოდ იუსტიციის ნაწილში გამოიკვეთა. 

"ჩვენ, პირველ რიგში, ველოდებით პრემიერის პოზიციას. პრემიერთან გვექნება შეხვედრა უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში. მოვისმენთ მის შეხედულებას მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით. ამის საფუძველზე შედგება უკვე განხილვა საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში და ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას მინისტრთა კაბინეტის ფორმირებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება კანდიდატურებს, ჯერჯერობით, არ გვიმსჯელია ამასთან დაკავშირებით და ველოდებით პრემიერს. არსებითად იგივე რჩება მთავრობის შემადგენლობა, რომელიც მუშაობდა აქამდე. რაც შეეხება ცალკეულ ცვლილებებს, იუსტიციის ნაწილშია გამოკვეთილი რომ ცვლილება იქნება, თუმცა, სხვა რაიმე ინფორმაცია ცვლილებასთან დაკავშირებით არ არსებობს. რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებას, მათ შორის ჯანდაცვის ნაწილში, ჩვენ არ ველოდებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system