თავში

მთავარი საკითხებია დეესკალაცია, მოლაპარაკებებთან დაბრუნება - ჰარცელი

მთავარი საკითხებია დეესკალაცია, მოლაპარაკებებთან დაბრუნება - ჰარცელი
მთავარი საკითხებია დეესკალაცია, მოლაპარაკებებთან დაბრუნება -  ჰარცელი

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და ელჩების შეხვედრის დაწყებამდე კარლ ჰარცელმა მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა. 

საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებით, მთავარია პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვა და დეესკალაცია.

,,მთავარი საკითხებია დეესკალაცია, მოლაპარაკებებთან დაბრუნება, დაძაბულობის განმუხტვა. ვითარება შემაშფოთებელია. ბოლო 24 საათში ძალიან ბევრი მეგობრისა და პარტნიორის ხმა გავიგეთ. ესაა ერთ-ერთი მიზეზი რატომაც ვმასპინძლობ სტუმრებს, ვსაუბრობთ სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის ჩემს, როგორც ფასილიტატორის როლზე. მოუთმენლად ველით საუბრის გაგრძელებას", - განაცხადა დიპლომატმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system