თავში

"მთელი მთავრობა უნდა მიდიოდეს" - სამადაშვილი

"მთელი მთავრობა უნდა მიდიოდეს" - სამადაშვილი
მთელი მთავრობა უნდა მიდიოდეს - სამადაშვილი

ოპოზიციონერი დეპუტატის სალომე სამადაშვილის განცხადებით, მხოლოდ ჯანდაცვის მინისტრი კი არა, მთელი მთავრობა უნდა გადადგეს.

სამადაშვილის თქმით, კოვიდის მართვის პროცესზე ხელისუფლება პასუხისმგებლობას ვერ აიცილებს.

"საქართველოს კოვიდის მართვის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მონაცემები აქვს. ჩვენ ვართ მერვე ადგილზე კოვიდის გავრცელების თვალსაზრისით, სიკვდილიანობის მაჩვენებლით – მეოთხე ადგილზე. ამ შემთხვევაში, მხოლოდ ჯანდაცვის მინისტრი კი არა, მთელი მთავრობა განცხადებას უნდა წერდეს და მიდიოდეს, როცა ასეთი სავალალო შედეგია, ყოველდღე უამრავი ადამიანი იღუპება. როცა მთავრობა ასეთი წარუმატებელია პროცესის მართვაში, ცხადია, შიდა განხეთქილება აუცილებლად შეიქმნებოდა, რადგან წარუმატებლობა ვინმეს უნდა დაბრალდეს და როგორც ჩანს, ერთმანეთზე გადაბრალების პროცესი წავიდა. თუ ეკატერინე ტიკარაძის შეხედულებებს ღარიბაშვილი არ ითვალისწინებდა, ის სწორად მოიქცა, რომ განცხადება დაწერა და წავიდა, მაგრამ ამით ვერ აიცილებს ხელისუფლება პასუხისმგებლობას იმაზე, რაც მოხდა, რადგან ამ შემთხვევაში, კოვიდის მართვის პროცესი არ არის მხოლოდ ჯანდაცვის მინისტრის პრეროგატივა და კატასტროფული შედეგი არის მთლიანად ხელისუფლების პასუხისმგებლობა", – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა.

ცნობილია, სად გააგრძელებს საქმიანობას ეკატერინე ტიკარაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system