თავში

მტკიცებულებები არ მაქვს, რომ ეს საჭიროება არსებობს - ლომჯარია

მტკიცებულებები არ მაქვს, რომ ეს საჭიროება არსებობს - ლომჯარია
მტკიცებულებები არ მაქვს, რომ ეს საჭიროება არსებობს - ლომჯარია

"ექიმები თუ იტყვიან, რომ მას აქვს ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები, რომელთა რეაბილიტაცია შეუძლებელია ციხის პირობებში და შესაბამისი რეკომენდაცია გაიცემა, შეიძლება ამაზე ვისაუბროთ,"-  განაცხადა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობის საჭიროებასთან დაკავშირებით.

ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობის საჭიროების შესახებ დარგის კვალიფიციურ ექიმთა დასკვნა უნდა არსებობდეს.

"ამ ეტაპზე, ბოლო ვიზიტის მიხედვით, ასეთი რამ ჩემი კონსილიუმის ექიმების მხრიდან არ თქმულა. თუმცა, საინტერესოა ვნახოთ და დღეს შევაფასოთ, რა ვითარებაა.  ამიტომ, წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. პაციენტს თუ აქვს ისეთი მდგომარეობა, რომლის რეაბილიტაცია შეუძლებელია საქართველოში, რა თქმა უნდა, ჰუმანიტარული მიზნებიდან, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, ესეც შეიძლება იყოს განხილული, თუმცა, მე, ამ წუთას, ის მტკიცებულებები არ მაქვს, რომელიც მათქმევინებდა, რომ ეს საჭიროება არსებობს,"-განაცხადა ლომჯარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system