თავში

მის კანდიდატურას ყველაზე მაღალი მხარდაჭერა ექნება - შალვა პაპუაშვილი

მის კანდიდატურას ყველაზე მაღალი მხარდაჭერა ექნება - შალვა პაპუაშვილი
მის კანდიდატურას ყველაზე მაღალი მხარდაჭერა ექნება - შალვა პაპუაშვილი

"ქართული ოცნების"  წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თბილისის მერის პოსტზე კახა კალაძის კანდიდატურას მოქალაქეების მხრიდან ყველაზე მაღალი მხარდაჭერა ექნება.

როგორც პაპუაშვილმა უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა კახა კალაძე თბილისის საუკეთესო მერია.

"კანდიდატურებს რაც შეეხება, ყველაფერი მაშინ დასახელდება, როცა კამპანია იქნება. რაც შეეხება, კახა კალაძეს, დღესაც იხილეთ თქვენ, მას პრეზენტაცია ჰქონდა და ანგარიშს აბარებდა სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით. ერთი რამე შეგვიძლია ჩვენ თამამად ვთქვათ და ვფიქრობ, რომ ამ ქალაქის ყველა მკვიდრი დაეთანხმება ამას, რომ კახა კალაძე არის ამ ქალაქის საუკეთესო მერი. რა თქმა უნდა, მის კანდიდატურას ექნება ყველაზე მაღალი მხარდაჭერა ჩვენი მოქალაქეების მხრიდან", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system