თავში

მუხტი იწევა, განწყობა საბრძოლოა, გამარჯვება ახლოსაა - მიხეილ სააკაშვილი

მუხტი იწევა, განწყობა საბრძოლოა, გამარჯვება ახლოსა
მუხტი იწევა, განწყობა საბრძოლოა, გამარჯვება ახლოსაა - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს მიმართა და სთხოვა საქართველოში დაბრუნდნენ. 

"ახლა წყდება საქართველოს ბედი. ვისაც შეგიძლიათ ბილეთი აიღეთ და საქართველოში ჩახვიდეთ. მე ეს ვიცი, იგივეს გაკეთებას ვაპირებ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო-მიმართვაში. 

მან თქვა, რომ ეს არ არის თვითმმართველობის არჩევნები, არამედ რეფერენდუმია საქართველოში ხელისუფლების შესაცვლელად.

"არავინ ჩამოუშვას ხელები! ეს არის გადამწყვეტი დრო! მეგობრებო, ის დროა, როდესაც ყველამ ყველაფერი უნდა გადავდოთ, ყველაფერი უნდა ჩავდოთ გამარჯვებაში, რომელიც არის ახლოს. მუხტი იწევა, განწყობა საბრძოლოა, გამარჯვება ახლოსაა“,- აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი და დასძენს, რომ რეფერენდუმის დღე ახლოს არის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system