თავში

მზად ვარ დებატებისთვის, ნებისმიერ სივრცეში - ნიკა მელია

მზად ვარ დებატებისთვის, ნებისმიერ სივრცეში - ნიკა მელია
მზად ვარ დებატებისთვის, ნებისმიერ სივრცეში - ნიკა მელია

მზად ვარ თუნდაც ხვალ, თუნდაც ზეგ, მაზეგ, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სივრცეში, ნებისმიერი ტელეკომპანიის საეთერო სტუდიაში დებატებისთვის, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, მერობის არც ერთ კანდიდატთან არ აქვს პრობლემა და მათ დებატებში სიამოვნებით დაუჯდება. 

"მერობის ყველა კანდიდატი არის ვალდებული, მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკურ დებატებში. ბუნებრივია, ეს დებატები უნდა შედგეს ნებისმიერ ტელეკომპანიაში. ჩვენ ვხედავთ კახა კალაძეს, რომელიც თავს არიდებს დებატებს. რატომ არიდებს? მესმის მისი, ვინაიდან იგი არ არის დარწმუნებული საკუთარ სიმართლეში. მან იცის, რომ უხერხულია დებატებში შესვლა ოპონენტებთან, რომლებმაც იციან ბევრი რამ მის შესახებ, მისი საქმიანობის შესახებ. ეს მისი არჩევანია. თბილისელები შეაფასებენ მის გადადგმულ ნაბიჯს, ჩემი აზრით, ადეკვატურად. რაც შეეხება ბატონ გახარიას, იქნება ეს ტელეკომპანია "იმედი" თუ სხვა ნებისმიერი ტელეკომპანია, ბატონი კალაძე იქნება, ბატონი გახარია თუ ორივე ერთად, რა თქმა უნდა, მზად ვარ თუნდაც ხვალ, თუნდაც ზეგ, მაზეგ, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სივრცეში, ნებისმიერ ტელეკომპანიის საეთერო სტუდიაში დებატებისთვის",- განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, გიორგი გახარია, კახა კალაძეს დებატები ტელეკომპანია "იმედში", ნიკა მელიას კი, "მთავარ არხზე" შესთავაზა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system