თავში

მზად ვართ დიალოგის მაგიდას მივუსხდეთ, ოღონდ ერთ მხარეს ნიკა მელია უნდა იჯდეს - უდუმაშვილი

მზად ვართ დიალოგის მაგიდას მივუსხდეთ, ოღონდ ერთ მხარეს ნიკა მელია უნდა იჯდეს - უდუმაშვილი
მზად ვართ დიალოგის მაგიდას მივუსხდეთ, ოღონდ ერთ მხარეს ნიკა მელია უნდა იჯდეს - უდუმაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება და ცინიკურს უწოდებს.

უდუმაშვილი ამბობს, რომ მზად არიან დიალოგისთვის, იმ პირობით, თუ მასში ნიკა მელიაც მიიღებს მონაწილეობას. 

„ირაკლი ღარიბაშვილის ეს განცხადება ცინიკურია, როდესაც ერთი ხელით ადამიანი გთავაზობს, დიალოგის მაგიდას მიუჯდე და მეორე ხელით ავტორია იმ ყველაფრის, რისი მოწმეც მთელი მსოფლიო გახდა, თუ რა ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში. ჩვენ მზად ვართ, დიალოგის მაგიდას მივუსხდეთ, ოღონდ იმ პირობით, რომ ამ დიალოგის მაგიდის ერთ მხარეს უნდა იჯდეს ნიკა მელია, ესაა ერთ-ერთი მთავარი პირობა", – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციას მიმართა და დიალოგისკენ მოუწოდა. 

,,დღეს, როდესაც აღსრულდა კანონი და სახელმწიფო დადგა თავის სიმაღლეზე, მინდა, მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას, ვისთვისაც ძვირფასია ქვეყანა, გავხსნათ ნამდვილი დიალოგი, ვისაუბროთ არა იმაზე, თუ რა გვყოფს, არამედ იმაზე, თუ რამ უნდა გაგვაერთიანოს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა ნიკა მელია დააკავეს. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე პარტიის ოფისიდან სპეცრაზმმა გამოიყვანა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system