თავში

მზად ვართ ხელი შევუწყოთ კონსტრუქციულ დიალოგს - აშშ-ის საელჩო

მზად ვართ ხელი შევუწყოთ კონსტრუქციულ დიალოგს - აშშ-ის საელჩო
მზად ვართ ხელი შევუწყოთ კონსტრუქციულ დიალოგს - აშშ-ის საელჩო

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო განცხადებას ავრცელებს, რომლითაც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება. 

დიპლომატიური უწყება ხელისუფლებასა და ოპოზიციას კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდებს და მასში ჩართვის მზაობას გამოთქვამს.

,,შეერთებული შტატების საელჩო აფასებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ გამოვლენილ თავშეკავებას ნიკა მელიას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. 

აუცილებელია, რომ ყველამ იზრუნოს არსებული დაძაბულობის დეესკალაციაზე, რათა შესაძლებელი გახდეს შემოდგომ ნაბიჯებზე შეთანხმება.

შეერთებული შტატები კვლავ მზად არის ხელი შეუწყოს კონსტრუქციული დიალოგის გამართვას, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოში მშვიდობას, სტაბილურობასა და დემოკრატიულ პროცესს.

საქართველო ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშეა. ქართველი ხალხის ინტერესებშია, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი სწრაფად და მშვიდობიანად მოგვარდეს. 

შეერთებული შტატები მზადაა დაეხმაროს საქართველოს, დაუბრუნდეს სამუშაო ადგილების შექმნას, სიღარიბის შემცირებასა და ეკონომიკის აღდგენას", - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system