თავში

მზად ვართ, ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღოთ - ,,ოცნებაში" სხდომა დასრულდა

მზად ვართ, ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღოთ - ,,ოცნებაში" სხდომა დასრულდა
მზად ვართ, ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღოთ - ,,ოცნებაში სხდომა დასრულდა

,,მზად ვართ, მოლაპარაკების მაგიდასთან ვიყოთ, ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღოთ", - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, დიალოგს, მოლაპარაკებას და კანონის უზენაესობას ალტერნატივა არ აქვს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს შევეხეთ.

უმრავლესობა იმ აზრზეა, რაც მთელი ამ დღეების განმავლობაში ხმოვანდებოდა, რაც საბედნიეროდ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, მეგობრების, მთავარი სტრატეგიული მეგობარი ქვეყნის ოფიციალურ პოზიციას ემთხვევა. ესაა ის, რომ ალტერნატივა არ აქვს, არც დიალოგს, მოლაპარაკებას და არც კანონის უზენაესობას. მე მგონი, ამით ყველაფერია ნათქვამი. ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით და ახლაც მზად ვართ, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ვიყოთ, ანუ იქ, სადაც ვიყავით ჩვენ არსად წავსულვართ. მზად ვართ, ჩვენი წილი, უფრო მეტი პასუხისმგებლობა ავიღოთ იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანამ განაგრძოს დემოკრატიული, სტაბილური განვითარება და არ იყოს შეფერხება ვინმეს პროვოკაციული მოქმედებების გამო. ეს პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს ყველამ, მათ შორის ჩვენმა ოპონენტებმა, რომ სტაბილური და დემოკრატიული განვითარება ქვეყანამ განაგრძოს", - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, სხდომაზე საუბარი ასევე შეეხო თბილისში სამშენებლო ამნისტიას, საგამოძიებო კომისიას და ასევე, საუბარი იყო საარჩევნო კანონმდებლობაზეც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system