თავში

მზად ვართ, ნიკანორ მელიას ეპატიოს ჩადენილი ქმედება - ოხანაშვილი

მზად ვართ, ნიკანორ მელიას ეპატიოს ჩადენილი ქმედება - ოხანაშვილი
მზად ვართ, ნიკანორ მელიას ეპატიოს ჩადენილი ქმედება - ოხანაშვილი

მმართველი გუნდი მზად არის ნიკა მელიას "ეპატიოს" ქმედება, რომლის გამოც პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. 

ოხანაშვილი აქვე დასძენს, რომ არ გამორიცხავს მელიამ ამნისტიის აქტზეც უარი თქვას 

"მზად ვართ, რომ ნიკანორ მელიას ეპატიოს მის მიერ ჩადენილი ის ქმედება, რომელიც პროკურატურამ ინკრიმინირებული სახით წარუდგინა. რაც შეეხება სურს თუ არა მას ამ პატიების მიღება, ჩვენ მზად ვართ ამ ნაბიჯისთვის, ვინაიდან ეს არის შეთანხმების საგანი. შესაბამისად, ჩვენ დავაინიცირებთ კანონპროექტს ამნისტიის შესახებ და გამოვცემთ ამნისტიის აქტს. 

თუმცა, ფაქტია, რომ ნიკანორ მელია უარს ამბობს ევროკავშირის შეთავაზებაზე, მის სასარგებლოდ გადახდილი იქნას გირაო და მე არ გამოვრიცხავ ასევე, იმ მოტივით, რომ რაში სჭირდება მას ქართული ოცნების წყალობა, ასევე უარი თქვას ამნისტიის აქტზე. თუმცა, ჩვენ დავიცავთ შეთანხმების ყველა პირობას", - აღნიშნა ოხანაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system