თავში

მზად ვართ, საქართველოს გავუზიაროთ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინები - ანდჟეი დუდა

მზად ვართ, საქართველოს გავუზიაროთ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინები - ანდჟეი დუდა
მზად ვართ, საქართველოს გავუზიაროთ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინები - ანდჟეი დუდა

მე განვაცხადე პოლონეთის ხელისუფლების მზადყოფნა გავუზიაროთ საქართველოს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ანდჟეი დუდამ განაცხადა.

პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, ამით პოლონეთი ქართველ ხალხს თავის მეგობრობას კიდევ ერთხელ აჩვენებს.

„ჩვენ შევძლებთ ქართულ მხარეს გავუზიაროთ ვაქცინების გარკვეული რაოდენობა ქართული საზოგადოების საკეთილდღეოდ. მე ქალბატონ პრეზიდენტს შევპირდი, რომ ვარშავაში დაბრუნებისთანავე ამ თემაზე ვისაუბრებ როგორც პოლონეთის ვაქცინაციის ეროვნული პროგრამის ხელმძღვანელებთან, ასევე პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრთან და პრემიერ-მინისტრთან. იმედი მაქვს, ამ კუთხითაც შევძლებთ ვაჩვენოთ ქართველებს ჩვენი მეგობრობა და ერთმანეთის მხარდაჭერა ასეთ სიტუაციაში“, - განაცხადა დუდამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system