თავში

მზად ვართ, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად შუამავლის როლი შევასრულოთ - ლიეტუვის პრეზიდენტი

მზად ვართ, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად შუამავლის როლი შევასრულოთ - ლიეტუვის პრეზიდენტი
მზად ვართ, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად შუამავლის როლი შევასრულოთ - ლიეტუვის პრეზიდენტი

ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედა აცხადებს, რომ ლიეტუვა მზადაა, საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად შუამავლის როლი შეასრულოს.

ევროპის საბჭოში გამართულ შეხვედრაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე ისაუბრა. მისი თქმით, მისასალმებელია, რომ ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მომდევნო კვირაში საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში გეგმავს ვიზიტს. 

„ლიეტუვა ნამდვილად ენთუზიაზმით უჭერს მხარს აქტიურ სამეზობლო პოლიტიკას, როგორც სამხრეთ მეზობელ ქვეყნებთან, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან, რომლებიც ყველა თვალსაზრისით ჩვენთან ძალიან ახლოს არიან.

სწორედ ამიტომ, სამხრეთ მეზობლების საკითხთან ერთად, მე წამოვჭერი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საკითხიც, რადგან ამ ქვეყნებს ევროკავშირის ინსტიტუტებიდან არასაკმარისი ყურადღება ეთმობათ და მისასალმებელია, რომ ამ მოლოდინების საპასუხოდ, შარლ მიშელი მომდევნო კვირაში ამ სამ ასოცირებულ ქვეყანაში გეგმავს ჩასვლას, რათა განიხილოს არა მხოლოდ მათი რეფორმები, არამედ პოლიტიკური დეესკალაციის შესაძლებლობები ამ სამი ქვეყნიდან ერთ-ერთში, საქართველოში. ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისში შუამავლის როლი შევასრულოთ“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

ნაუსედას განცხადებით, რეგიონში რუსეთის აგრესია გრძელდება და ის გავლენას ახდენს პოლიტიკურ სტაბილურობაზე. 

ნაუსედამ აღნიშნა, რომ ლიეტუვა მხარს უჭერს ევროკავშირის ამბიციურ მიზნებს მთელ სამეზობლოში, მათ შორის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.

„მნიშვნელოვანია, სათანადო ფოკუსირება მოვახდინოთ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტზე. ჩვენ უნდა შევიმუშაოთ ევროკავშირის ამბიციური დღის წესრიგი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან, განსაკუთრებით უკრაინასთან, მოლდოვასა და საქართველოსთან. ბოლოს განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ ასეთი დღის წესრიგის არარსებობა არ გვაძლევს ამ ქვეყნებში სტაბილური, უსაფრთხო და ეკონომიკურად მდგრადი გარემოს შექმნის საშუალებას“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system