თავში

კობახიძე: შალვა ნათელაშვილი ძალიან კარგ ტალღაზეა

კობახიძე: შალვა ნათელაშვილი ძალიან კარგ ტალღაზეა
კობახიძე: შალვა ნათელაშვილი ძალიან კარგ ტალღაზეა

შალვა ნათელაშვილის განცხადებები ჩვენი საარჩევნო შედეგებისთვის ძალიან კარგია, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტში გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებით შალვა ნათელაშვილის განცხადებას.

პოლიტიკოსის შეფასებით, შალვა ნათელაშვილი რადიკალური ოპოზიციის, ,,ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი გახდა.

„შალვა ნათელაშვილი ძალიან კარგ ტალღაზეა, ის აბსოლუტურად არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს. ეს ძალიან კარგია, რადგან ის არის ამ რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერი. ის „ნაციონალური მოძრაობის“ გამოკვეთილი ლიდერი გახდა. ნათელაშვილი რაც უფრო მეტ ასეთ არაადეკვატურ განცხადებებს გააკეთებს, ბუნებრივია, მით უკეთესია ჩვენთვის, ჩვენი საარჩევნო შედეგებისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებულ საკითხს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დეპუტატთა არჩევნები სასქესო ორგანოების არჩევნებს შეადარა.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system