თავში

ჩაიშალა თუ არა დიალოგი - რას ამბობენ ,,ქართულ ოცნებაში"

ჩაიშალა თუ არა დიალოგი - რას ამბობენ ,,ქართულ ოცნებაში"
ჩაიშალა თუ არა დიალოგი - რას ამბობენ ,,ქართულ ოცნებაში

,,ჩვენ ინიციატორები ვართ, რომ შედგეს დიალოგი ჩვენ ოპონენტებთან", - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დიალოგი არ ჩაშლილა და მოლაპარაკებები ოპონენტებთან უნდა შედგეს.

,,ინტერვიუს ვუსმინე და ბოლომდე ვერ მივხვდი ჩაშლაში რას გულისხმობდა, ვფიქრობ, ჯერ არაფერი ჩაშლილა და არ არის დიალოგის შანსი დაკარგული. დიალოგის მზაობა ჩვენგან არის და გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთანაც ვისი მეშვეობითაც ვცდილობთ რომ ეს დიალოგი შედგეს. დარწმუნებული ვარ ეს დიალოგი შედგება", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ,,ღამის კურიერში".

მანამდე, ამავე გადაცემის ეთერში, პარტია ,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ელჩების შუამავლობით დაგეგმილი იყო დიალოგი, მაგრამ ბოლო წუთს ჩაიშალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system