თავში

ნათელაშვილი: პარლამენტი არ უნდა შედგეს

ნათელაშვილი: პარლამენტი არ უნდა შედგეს
ნათელაშვილი: პარლამენტი არ უნდა შედგეს

ასე უცბად გლობალური პოლიტიკური საკითხები არ წყდება, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა.

შალვა ნათელაშვილის თქმით, შეხვედრები კიდევ გაიმართება.

"მინდა, საზოგადოებას ვთხოვო, ნუ ინერვიულებენ ძალიან რაუნდების რაოდენობაზე, კიდევ გველოდება წინ არაერთი შეხვედრა, რადგან ასე უცბად გლობალური პოლიტიკური საკითხები არ წყდება. ,,ლეიბორისტული პარტიის" პოზიცია შემიძლია გითხრათ, პარლამენტში არ შევდივართ, პარლამენტი არ უნდა შედგეს. პარასკევს პარლამენტში უნდა იჯდეს მხოლოდ ,,ქართული ოცნება" სამარცხვინოდ. მთელი მსოფლიოს თვალწინ, კიდევ ერთხელ უნდა გაშიშვლდეს ივანიშვილის დანაშაულებრივი ბანდა", - განაცხადა ნათელაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, ფასილიტატორ ელჩებთან ერთად, მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი გაიმართა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system