თავში

NATO -საქართველოს ურთიერთობებზე ტერიტორიული კონფლიქტები ვერ იმოქმედებს - ჯეიმს აპატურაი

NATO -საქართველოს ურთიერთობებზე ტერიტორიული კონფლიქტები ვერ იმოქმედებს - ჯეიმს აპატურაი
NATO -საქართველოს ურთიერთობებზე ტერიტორიული კონფლიქტები ვერ იმოქმედებს - ჯეიმს აპატურაი

საქართველოს დიდი ხანია ტერიტორიული კონფლიქტების გამოწვევა აქვს, მაგრამ ამას არ უმოქმედია და ვერ იმოქმედებს NATO-სა და საქართველოს ურთიერთობებზე, - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენმდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ გამოწვევის მიუხედავად, NATO-ს არასდროს დაუხევია უკან და არ დაიხევს საქართველოს და უკრაინის მხარდაჭერის საქმეში.

„NATO-ს წევრებს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგულების საკითხში უკან არასდროს დაუხევიათ. ამას ვამბობთ ღიად და სულ ამას ვამბობთ. განცხადებები NATO-ში ამ თემაზე უმაღლეს დონეზე კეთდება და ეს წერია ყველა დეკლარაციაში, რომელსაც ალიანსის წევრი ქვეყნების პრეზიდენტები და მთავრობის მეთაურები იღებენ, ანუ უმაღლეს დონეზე. საქართველოსა და უკრაინას NATO-ს იმედი უნდა ჰქონდეთ და დარწმუნებულები იყვნენ იმაში, რასაც NATO ამბობს. ჩვენ არ დაგვიხევია უკან იმის გამო, რომ ეს რუსეთს სურდა. ჩვენ მზად და მოწადინებული ვართ გავაძლიეროთ პარტნიორობა საქართველოსთან და უკრაინასთან. გავაძლიეროთ პრაქტიკული დახმარება, ორივე ქვეყანა აქტიურად ჩართულია პროცესებში, NATO ძლიერადაა წარმოდგენილი საქართველოშიც და უკრაინაშიც. საქართველოს და უკრაინის მიმართ არის ყველა შესაძლო ფარგლებში უმაღლესი დონის მხარდაჭერა და დახმარება. წევრმა ქვეყნებმა მკაფიოდ გაიგეს, ის რაც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა NATO-ში განაცხადა, წევრობის სამოქმედო გეგმის თაობაზე. ასპირანტების წევრობაზე გადაწყვეტილებას NATO და ის ქვეყნები მიღებენ, რომლებიც ალიანსში წევრობისკენ მიდიან. ამ პროცესზე და მომავალ გაწევრიანებაზე სხვა არაწევრი სახელმწიფო გავლენას ვერ მოახდენს“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ "ქრონიკასთან" ინტერვიუში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system