თავში

ნადირაშვილი: ამას ახალგაზრდას სიცოცხლე ემსხვერპლა, დაზარალდა ძალიან ბევრი მოქალაქე

ნადირაშვილი: ამას ახალგაზრდას სიცოცხლე ემსხვერპლა, დაზარალდა ძალიან ბევრი მოქალაქე
ნადირაშვილი: ამას ახალგაზრდას სიცოცხლე ემსხვერპლა, დაზარალდა ძალიან ბევრი მოქალაქე

"მინდა გამოვთქვა შეშფოთება "ევროპული საქართველოს" სახელით იმ გაუგებრობაზე, იმ ქაოსზე, რომელიც ჩვენ გვქონდა გუშინ და მთელი წუხანდელი ღამის განმავლობაში ახალქალაქში,"- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა.

"ამას ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაზარალდა ძალიან ბევრი მოქალაქე. ჩვენ გვქონდა სურათი, როდესაც ახალქალაქში ათეულობით ადამიანი, ქალაქის ცენტრში ერთმანეთს ესროდა, უპირისპირდებოდა. ეს კონფლიქტი ქალაქის ცენტრიდან გადავიდა საავადმყოფოსთან, სადაც 15 მეტრში არის უშიშროების მთავარი სამმართველო და აქ ათეულობით ადამიანი ისევ ანგარიშს უსწორებდა ერთმანეთს. ჩვენ გვქონდა ვითარება, როდესაც გადაწვეს სახლები, სასტუმროები, გვქონდა ვითარება, როდესაც სახელმწიფომ ვერ შეაჩერა ეს კონფლიქტი, ვერ დადგა თავის დონეზე და ვერ აღკვეთა ის არეულობა, რომელიც გრძელდებოდა მთელი გუშინდელი დღის განმავლობაში და განვლილი ღამის განმავლობაში. ეს ნიშნავს, რომ ახალქალაქის სურათი არის გაგრძელება მთელი იმ ვითარების, რომელიც გვაქვს საქართველოში, როდესაც სახელმწიფოს, მთლიანად ხელისუფლებას ხელიდან აქვს გაქცეული კრიმინალის მართვა. როდესაც კრიმინალები გრძნობენ, რომ თვითონ არიან ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი, მმართველი და ეს ვითარება შექმნა ბიძინა ივანიშვილმა, "- განაცხადა ნადირაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა ახალქალაქში. ორ ჯგუფს შორის შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა.

გავრცელებული ინფორმაციით, მასიური შეტაკება ქალაქში ორ ჯგუფს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთი ახალგაზრდა მოკლეს. ამის შემდეგ ერთ-ერთი სასტუმროს კარებები და ფანჯრები ჩაამტვრიეს და ცეცხლი გაუჩინეს. დამწვარია კიდევ 2 სახლი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში Report.ge-ის განუცხადეს, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობისა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

ახალქალაქში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system