თავში

ნაყოფია: ოპოზიციის პოზიციაში ფუნდამენტურად არაფერი შეცვლილა

ნაყოფია: ოპოზიციის პოზიციაში ფუნდამენტურად არაფერი შეცვლილა
ნაყოფია: ოპოზიციის პოზიციაში ფუნდამენტურად არაფერი შეცვლილა

მოთხოვნები, რომლებიც ფასილიტატორ ელჩებს გადავეცით პოლიტსაბჭოს სხდომაზეა შეთანხმებული და ოპოზიციის პოზიციაში ფუნდამენტურად არაფერი შეცვლილა, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრმა კობა ნაყოფიამ განაცხადა.

ნაყოფიას თქმით, მოლაპარაკებების მესამე რაუნდი მხარეებს შორის პოზიციების ურთიერთგაცვლის შემდეგ შედგება. 

"ჩვენს პოზიციაში ფუნდამენტურად არაფერი შეცვლილა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მოთხოვნები ახალ არჩევნებთან, ასევე პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით უცვლელია და ძალაში რჩება. როცა ჩვენ მივიღებთ პასუხს "ქართული ოცნებისგან", ამის შემდეგ შემეძლება უფრო კონკრეტულად გითხრათ, რაც შეეხება მესამე რაუნდს, შედგება მას შემდეგ, რაც მოხდება პოზიციების ურთიერთგაცვლა. დღეს რა მოთხოვნებიც გადავეცით ფასილიტატორებს, შეთანხმებულია პოლიტსაბჭოს სხდომაზე", - განაცხადა კობა ნაყოფიამ.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიების ლიდერები, შეერთებული შტატების ელჩის მოადგილის რეზიდენციაში ელჩებს ხვდებიან.

შეხვედრაზე იმყოფებიან „ევროპული საქართველოს“, „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“, „გირჩის“, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ მოქალაქეების“ ლიდერები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system