თავში

ნარჩემაშვილი შაქარაშვილის საქმეზე: ამ ადამიანების იდენტიფიცირება სასწრაფოდ უნდა მოხდეს

ნარჩემაშვილი შაქარაშვილის საქმეზე: ამ ადამიანების იდენტიფიცირება სასწრაფოდ უნდა მოხდეს
ნარჩემაშვილი შაქარაშვილის საქმეზე: ამ ადამიანების იდენტიფიცირება სასწრაფოდ უნდა მოხდეს

"ამ ადამიანების იდენტიფიცირება სასწრაფოდ უნდა მოხდეს. კერძოდ, ვინ არიან, კონკრეტულად რამდენი ადამიანი აყენებდა ზიანს,"- ამის შესახებ "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრმა, გიორგი შაქარაშვილის საქმესტან დაკავშირებით განაცხადა.

კობა ნარჩემაშვილის თქმით, ამ თვალსაზრისით კვალიფიკაციის შეცვლა და ჯგუფურ განზრახ მკვლელობით გადაკვალიფიცირება წინ გადადგმულ ნაბიჯად მიაჩნია. 

"ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამ ადამიანების იდენტიფიცირება. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის დასკვნა ძალიან მნიშვნელოვანია. წესით, ხელს გაუხსნის გამოძიებას უფრო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში. ყველაფერი გამოძიების საკითხია. კრიმინალისტური ტექნიკისა და ტაქტიკის. უამრავი მეთოდი არსებობს, რომ ჭეშმარიტება დადგინდეს. არც კი მინდა დავუშვა, რომ ასეთი სახის საქმეებზე ვიღაც არსებობდეს და ისეთი უვიცი იყოს, რომ ისეთი საქმეები პოლიტიკურ ნებას დაუმორჩილოს, რომელიც პირდაპირ პროპორციულად შეიძლება აისახოს მის ხელისუფლებაში ყოფნასა და სტაბილურობაზე. ამის დაშვებაც კი არ მინდა, საზოგადოების ინტერესი იმდენად დიდი და მაღალია, თუ ვინმე იმას შეეცდება, რომ რაღაც დამალოს, მისთვის ეს ტრაგიკულად შებრუნდება“, – განაცხადა ნარჩემაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, -აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

დასკვნაში ასევე წერია, რომ სხეულის დაზიანებები მიყენებული აქვს სიცოცხლეში.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლითაც გაგრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system