თავში

კუჭავა: შევეცდებით რუსეთის დელეგაციას შევუქმნათ ყველანაირი დისკომფორტი

კუჭავა: შევეცდებით რუსეთის დელეგაციას შევუქმნათ ყველანაირი დისკომფორტი
კუჭავა: შევეცდებით რუსეთის დელეგაციას შევუქმნათ ყველანაირი დისკომფორტი

„მაქსიმალურად შევეცდებით რუსეთის დელეგაციას შევუქმნათ ყველანაირი დისკომფორტი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მათი მუშაობის კუთხით“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ მას შემდეგ რაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი არ დაუჭირა უკრაინისა და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენელთა წინადადებას რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების შეზღუდვის თაობაზე და რუსეთს უფლებამოსილება სრულად აღუდგინა.

„ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა გადაწყვეტილება მინისტრთა საბჭოს მიერ, ეს ფაქტიურად წინაპირობა იყო იმისი, რომ ალბათ ასეც მოხდებოდა და ეს ვიცოდით. თუმცა, ჩვენ შევეცადეთ ბოლომდე. სამწუხარო იყო, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მათ სასარგებლოდ იყო მიღებული, მით უმეტეს იმ სამარცხვინო გამოსვლების შემდეგ, რომელიც მათ ჰქონდათ ტრიბუნაზე, თუმცა ვთვლით, რომ აუცილებელი იყო დღეს დაფიქსირებულიყო ის რაც დაფიქსირდა ჩვენი მხრიდან, უკრაინელების მხრიდან, სხვა ჩვენი ქვეყნების მეგობარი და მომხრეების მხრიდან. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და კიდევ უფრო გავურთულებთ მათ მუშაობას. მაქსიმალურად შევეცდებით შევუქმნათ ყველანაირი დისკომფორტი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მათი მუშაობის კუთხით“, - განაცხადა კუჭავამ.

შეგახსენებთ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთს ხმის უფლება აღუდგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system