თავში

ნატალია საბანაძე გიორგი გახარიას მრჩეველი გახდა

ნატალია საბანაძე გიორგი გახარიას მრჩეველი გახდა
ნატალია საბანაძე გიორგი გახარიას მრჩეველი გახდა

 ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი, ნატალია საბანაძე საერთაშორისო საკითხებში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მრჩეველი იქნება. დღეს, 30 ივლისს გიორგი გახარიამ ის ოფიციალურად წარუდგინა ჟურნალისტებს.

"დღეს ოფიციალურად შემიძლია გითხრათ, რომ ქალბატონი ნატა საბანაძე შემოუერთდება ჩვენს გუნდს. მას ექნება ოფიციალური პოზიცია ჩვენთან. ის იქნება ჩემი საერთაშორისო მრჩეველი. ყველას მოგეხსენებათ მისი საერთაშორისო რეპუტაცია, ისევე, როგორც ქვეყნის შიგნით. ესაა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი გუნდის გაძლიერებისთვის", - თქვა გიორგი გახარიამ.

ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ნატალია საბანაძემ თანამდებობა 2021 წლის 21 მარტს დატოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system