თავში

ნათელაშვილი: გადაწყვეტილების შეცვლა არ მოხდება

ნათელაშვილი: გადაწყვეტილების შეცვლა არ მოხდება
ნათელაშვილი: გადაწყვეტილების შეცვლა არ მოხდება

"ჩვენ ყველა პარტიის სუვერენულ გადაწყვეტილებებს პატივს ვცემთ, მაგრამ ისნის რაიონში ოპოზიციური პარტიების საკონსტულაციო ფორმატმა საერთო კანდიდატად გიორგი ვაშაძე დაასახელა,"- ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ისნის ოლქში კანდიდატის დაყენებასთან დაკავშირებით განაცხადა.

"ამ გადაწყვეტილების შეცვლა არ მოხდება. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენ მიერ დასახელებულ კანდიდატს. მე მაინც ვფიქრობ, აქ ჭარბობს ემოციური მომენტი ყოფილ თანაპარტიელებს შორის და ვფიქრობ, გადალახვადი მომენტებია. ჯერ კიდევ ერთი თვეა კანდიდატურის დასახელებამდე და ვფიქრობ, ეს საკითხი მოგვარებადია," -  განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system