თავში

ნათელაშვილი: პირადად კალაძეს 80 ჰექტარი აქვს "დათრეული"

ნათელაშვილი: პირადად კალაძეს 80 ჰექტარი აქვს "დათრეული"
ნათელაშვილი: პირადად კალაძეს 80 ჰექტარი აქვს დათრეული

ნაძალადევის რაიონში, სადაც თბილისის მუნიციპალური ინსპექცია 4 საცხოვრებელი სახლის დემონტაჟის ახორციელებს, "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი მივიდა. 

მისი თქმით, აღნიშნული ადგილი რეკრეაციულ ზონად მხოლოდ იმისთვის გამოაცხადეს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა გაესახლებინათ. 

"რეკრეაციულ ზონად გამოუცხადებიათ ეს სივრცე რათა ეს ხალხი გაესახლებინათ. ამ დროს საყდრისს მოუხსნეს რეკრეაციული და კულტურული ზონის სტატუსი, იმისათვის, რომ აეფეთქებინათ, შემდეგ კი ოქრო გაეტანა ივანიშვილსა და კალაძეს.  პირადად კახი კალაძეს 80 ჰექტარი აქვს "დათრეული" არსენალთან, სამების საკათედრო ტაძრის გვერდზე. ერთ მილიარდიანი ტერიტორიაა, იქ რომ შემოსულიყო ინვესტიცია, პოლიციაც კარგად იცხოვრებდა, ხალხსაც ბინა ექნებოდა და ბიუჯეტშიც შევიდოდა შემოსავალი", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ამასთან, ის მოსახლეობას პირდება, რომ სულ მალე წართმეულ ქონებას მოსახლეობას დაუბრუნებს.

"აი ნახეთ ცოტა ხანში კანონის ასრულება, როცა იმ 80 ჰექტარს წავართმევთ და ამ ხალხს დავურიგებთ", - ამბობს ნათელაშვილი.

ცნობისთვის, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ნაძალადევის რაიონში, კერძოდ, I რეხის ქუჩის მიმდებარედ, რეკრეაციულ ზონაში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system