თავში

ნათელაშვილი: პუტინის გამოგზავნილ ბაყბაყდევს გავანეიტრალებთ

ნათელაშვილი: პუტინის გამოგზავნილ ბაყბაყდევს გავანეიტრალებთ
ნათელაშვილი: პუტინის გამოგზავნილ ბაყბაყდევს გავანეიტრალებთ

"რომ დავრჩეთ უდაბნოში, დავრჩეთ ტყიში, დავრჩეთ ჭაობში, დავრჩეთ ცივ ქვაზე, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ იმ გზას, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის გადარჩენას ბაყბაყდევისგან, რომელმაც დაიკავა სოფლის წყარო", - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა პარტიული დაფინანსების შესაძლო შეწყვეტასთან დაკავშირებით განაცხადა. 

მისი თქმით, დაფინანსების გარეშეც შესაძლებელია, რომ პარტიამ წარმატებას მიაღწიოს. 

"1995 წლიდან 2005 წლამდე, 12 წელი პარტია შევინახე მე. ყველაზე მეტი წარმატებები მაშინ გვაქონდა, სხვათაშორის. 25-26% გვქონდა, არ შეუშლია ამას ხელი.

რომ დავრჩეთ უდაბნოში, დავრჩეთ ტყეში, დავრჩეთ ჭაობში, დავრჩეთ ცივ ქვაზე, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ იმ გზას, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის გადარჩენას ბაყბაყდევისგან, რომელმაც დაიკავა სოფლის წყარო. აი, ზღაპრებში რომაა, ბაყბაყდევმა დაიკავა ის წყარო, მოვიდა ცისკარა, მოკლა ის დევი და გაათავისუფლა და წყალი წამოვიდა. აი ასე მოვახდენთ ნეიტრალიზაციას იმ დევის, რომელიც პუტინმა გამოგვიგზავნა", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system