თავში

აი, რა იცის ბაიდენის გაპრეზიდენტებამ - შალვა ნათელაშვილი

აი, რა იცის ბაიდენის გაპრეზიდენტებამ - შალვა ნათელაშვილი
აი, რა იცის ბაიდენის გაპრეზიდენტებამ - შალვა ნათელაშვილი

,,ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველომ რუსეთს დავა მოუგო, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

,,აი, რა იცის ბაიდენის გაპრეზიდენტებამ. პუტინის ბიძინოიდურმა აგენტურამ წლებია ყველაფერი გააკეთა სტრასბურგში ამ ვერდიქტის არ გამოსატანად და გასაჯანჯლებლად. ეშინოდათ პატრონის რისხვისა. ალბათ ეჭვი არ გეპარებათ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება კაი ხანია დაწერილი იყო, უბრალოდ ელოდებოდნენ პუტინთან არც თუ ფარულ ალიანსში მყოფი ტრამპის საბოლოოდ წასვლას თეთრი სახლიდან, თავის მხრივ ივანიშვილის დავალებით თბილისიდან წლებია მაქსიმალურად ჭიანურდებოდა მოქმედებები სათანადო შედეგების დროულად დასაყენებლად. 

გილოცავთ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას და რუსეთის წაგებას.

მთავარი მოგება წინ გველოდება. მთავარია ჯერ ეს შიდა-ოკუპანტები მოვიცილოთ", - წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ საქმეზე "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" საქართველომ რუსეთს დავა მოუგო. სარჩელი საქართველომ 2008 წლის აგვისტოში შეიტანა და ის რუსეთს კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში ედავებოდა.

ნახეთ, რა დაადგინა სტრასბურგმა.

ცნობისთვის, ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი 21 იანვარს ოფიციალურად გახდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system