თავში

ნათელაშვილი, ჩარკვიანი და დანარჩენებიც უნდა შევიდნენ პარლამენტში - ჭიჭინაძე

ნათელაშვილი, ჩარკვიანი და დანარჩენებიც უნდა შევიდნენ პარლამენტში - ჭიჭინაძე
ნათელაშვილი, ჩარკვიანი და დანარჩენებიც უნდა შევიდნენ პარლამენტში - ჭიჭინაძე

მარტო "ნაციონალები" კი არა, შალვა ნათელაშვილი, თაკო ჩარკვიანი და დანარჩენებიც უნდა შევიდნენ პარლამენტში, ეს ე.წ. ხელმომწერი საარლამენტო ოპოზიცია იმდენად სუსტად, იმდენად უსუსურად გამოიყურება "ქართული ოცნების" ფონზე, რაც სრულიად ოპოზიციას, ყველას აზარალებს, - ამის შესახებ პარტია "ტრიბუნას" ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში ერთიანობის შესანარჩუნებლად უნდა შევიდეს.

"პირადად ნიკა მელიაც აუცილებლად უნდა შევიდეს, თვალებში ჩახედოს იმ ადამიანებს, ვინც ორჯერ დაუჭირა მხარი მის დაჭერას და საპარლამენტო ტრიბუნიდან კითხოს მათ - რა პირადი ბოღმა აქვთ მისი ასეთი?!

მითუმეტეს, რომ საუბარია ისეთ დეპუტატებე, ვისაც მანდატი ხალხმა კი არ მიანიჭა, ბიძინა ივანიშვილმა აჩუქა.

მოკლედ, ოპოზიციური ერთიანობის შესანარჩუნებლად უნდა შევიდნენ, ოღონდ რა თქმა უნდა, ხელმოწერის გარეშე.

დანარჩენი კი, დარწმუნებული ვარ, ამ ქვეყანაში სამართლიანი სასამართლოს პერიოდი აუცილებლად დადგება, რადგან "ოცნებას" ხელისუფლების შენარჩუნების უნარი უბრალოდ აღარ გააჩნია.

მაგრამ, ჩვენი პრობლემების მოგვარება თავადაც უნდა ვისწავლთ, იმიტომ რომ, მუდმივად ბიძია მიშველეს ძახილით სირბილი დასავლეთში, არა მგონია ვინმეს ღირსებას მატებდეს",  - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system