თავში

ნათია მეზვრიშვილი პროკურატურას მიმართავს

​ნათია მეზვრიშვილი პროკურატურას მიმართავს
ნათია მეზვრიშვილი პროკურატურას მიმართავს

პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგი გამართა და პროკურატურას პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ გამოძიების წერილობითი თხოვნით მიმართა. 

"კიდევ ერთხელ და ახლა უკვე წერილობით მივმართავ საქართველოს პროკურატურას ჩვენი წევრების და მხარდამჭერების მიმართ განხორციელებულ სისტემურ დევნაზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით.

წერილობითი განცხადება 100-ზე მეტი ფაქტით დღესვე წარედგინება საგამოძიებო უწყებას ჩვენი პარტიის მხრიდან. 

მოვითხოვთ, პირველ რიგში, პროკურატურამ გამოიძიოს პარტიის წევრების და მხარდამჭერების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის სისტემური ხასიათი, გამოიძიოს "ოცნების" მხრიდან ძალოვანი უწყებების გამოყენებით შიშის დანერგვის მიზნით მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩვენი პარტიის წევრების და მხარდამჭერების დევნა, მუქარა, ზეწოლა ადამიანებზე, ზეწოლა ბიზნესზე", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system