თავში

NATO-ს კარი საქართველოსა და უკრაინისთვის ღია რჩება - იენს სტოლტენბერგი

NATO-ს კარი საქართველოსა და უკრაინისთვის ღია რჩება - იენს სტოლტენბერგი
NATO-ს კარი საქართველოსა და უკრაინისთვის ღია რჩება - იენს სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველოსა და უკრაინისთვის NATO-ს კარი ღია რჩება.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები გახდნენ, ორივე ქვეყანამ სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს.

,,NATO-ს კარი ღია რჩება. ბუქარესტის სამიტზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უკრაინა და საქართველო NATO-ს წევრები გახდებიან. მაგრამ იმისთვის, რომ წევრები გახდნენ, მათ NATO-ს სტანდარტები უნდა დააკმაყოფილონ. ჩემი გზავნილი ორივე ქვეყნისთვის არის ის, რომ ისინი ორიენტირებულები უნდა იყვნენ რეფორმებზე, ინსტიტუტების რეფორმირებასა და მოდერნიზებაზე, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე, კორუფციასთან ბრძოლაზე. ჩვენ ამ რეფორმების გატარების მცდელობაში მათ ვეხმარებით,"-განაცხადა სტოლტენბერგმა ევროპის კოლეჯში სიტყვით გამოსვლისას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system