თავში

NATO-ს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა დღეს საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობით გაიმართება

NATO-ს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა დღეს საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობით გაიმართება
NATO-ს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა დღეს საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობით გაიმართება

რიგაში, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის მეორე დღის ღონისძიებებში საქართველო და უკრაინა ჩაერთვება.

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაში, რომელსაც ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ხელმძღვანელობს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი კულება მიიღებენ მონაწილეობას. 

ალიანსის ასპირანტი საქართველო და უკრაინა NATO-ს რიგის მინისტერიალზე გასულ კვირას მიიწვიეს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი დავით ზალკალიანი NAC-ის სხდომაში მონაწილეობის გარდა, რიგაში ორმხრივ შეხვედრას გამართავს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრთან, პიტერ სიიარატოსთან. მინისტრები ხელს მოაწერენ ურთიერთგაგების მემორანდუმს უნგრეთისა და საქართველოს დიპლომატიურ აკადემიებს შორის თანამშრომლობის თაობაზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით ქართული მხარე მაქსიმალურად გამოიყენებს მინისტერიალს მომავალ პერსპექტივებზე საუბრისთვის.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო და უკრაინა ვართ მიწვეული NATO-ს მინისტერიალზე. ეს არის კიდევ ერთი დასტური ჩვენი NATO-ელი პარტნიორების მხრიდან, რომ საქართველოსა და უკრაინის შესრულებული პროგრესი NATO-ში ინტეგრაციის გზაზე, არის კარგად მიღებული და ისინი აფასებენ იმას, თუ რა კეთდება NATO-ში ინტეგრაციის კუთხით, კერძოდ, პრაქტიკული ინსტრუმენტების რეალიზაციის თვალსაზრისით.

ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენებთ ამ მინისტერიალს იმისთვის, რომ მომავალ პერსპექტივებზე ვისაუბროთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს როლი, როგორც ასპირანტი ქვეყნის იყოს, შესაბამისად შეფასებული. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული NATO-ს 2030 სტრატეგიის შემუშავების პროცესში. მნიშვნელოვანია, რომ ღია კარის პოლიტიკა კვლავინდებურად იყოს პრიორიტეტული და შენარჩუნებული. მნიშვნელოვანია, რომ შავი ზღვის უსაფრთხოება მუდმივად იყოს ჩვენი NATO-ელი პარტნიორების დღის წესრიგში. მნიშვნელოვანია, რომ პრაქტიკული თანამშრომლობის კუთხით და ყოველწლიური ეროვნული პროგრამა, რომელიც წარმოადგენს პრაქტიკულად ჩვენს მთავარ სამოქმედო გეგმას, იყოს შემდგომში კიდევ უფრო გაღრმავებული და გაძლიერებული. რა თქმა უნდა, აქცენტს გავაკეთებ რეგიონში შექმნილ სიტუაციაზე და ასევე იმ უსაფრთხოების გარემოზე, რომელიც შექმნილია შავი ზღვის კონტექსტში და ეს მინისტერიალი მაქსიმალურად იქნება გამოყენებული იმ თვალსაზრისით, რომ მოვემზადოთ 2022 წლის NATO-ს სამიტისთვის, რადგანაც ეს იქნება მნიშვნელოვანი სამიტი, რომელიც დარწმუნებული ვარ, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებს ჩვენს შემდგომ ინტეგრაციულ პროცესებთან დაკავშირებით“, – განაცხადა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system