თავში

"NATO-ს და საქართველოს უნიკალური პარტნიორობა აკავშირებთ" -ადმირალმა რობ ბაუერი

"NATO-ს და საქართველოს უნიკალური პარტნიორობა აკავშირებთ" -ადმირალმა რობ ბაუერი
NATO-ს და საქართველოს უნიკალური პარტნიორობა აკავშირებთ -ადმირალმა რობ ბაუერი

"სამხედრო კომიტეტის მიერ საქართველოში განხორციელებული მეოთხე ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მიმართ NATO-ს ურყევ მხარდაჭერას. NATO-ს და საქართველოს აკავშირებთ უნიკალური პარტნიორობა, რომელიც დროთა განმავლობაში კიდევ უფრო ძლიერდება", - განაცხადა NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაუერმა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრის შემდეგ. 

მან NATO -საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო კავშირებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პატნიორობა ყოველთვის ორმხრივად სასარგებლო იყო. ამ კუთხით მან ავღანეთის მისიაში, საქართველოს, როგორც NATO-ს არაპარტნიორ ქვეყნებს შორის, ყველაზე დიდ კონტრიბუტორზე გაამახვილა ყურადღება. ადმირალმა ხაზგასმით აღნიშნა სამშვიდობო მისიაში საქართველოს მიერ გაღებული მსხვერპლი.

ადმირალმა რობ ბაუერმა საქართველოს NATO-ს კოსოვოს მისიაში, ასევე ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების საქმიანობაში ჩართულობაზეც ისაუბრა. მან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო "NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის" განხორციელების საკითხებს. 

მისივე განმარტებით, ამ კონტექსტით NATO-საქართველოს თანამშრომლობა კიდევ უფრო ინტენსიური ხდება, არა მხოლოდ საზღვაო სივრცეში, არამედ საჰაერო, სახმელეთო და კიბერ-უსაფრთხოების მიმართულებით. 

ასევე, დადებითად შეაფასა NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრის საქმიანობა, როგორც მრავალეროვნული სწავლებების შესაძლებლობების განვითარების საშუალება. 

NATO-ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ NATO გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system